ვაბრუნებ ლექსებს


მე შეიძლება ვისესხო ფრაზა,
(მურმანიც ამბობს ამასვე თითქმის)
როგორც პოეტმა შევცვალო ფაზა,
ვაქციო ლექსად რაც კარგად ითქმის.

მე ვთქვი: მეგრელებს ემჩნევათ ნიჭში
რაღაც სულ სხვა და მჟღერი ხვართქალი,
შენ თქვი: ორ ენას იდგამენ წყვილში
ერთდროულადო...და ხარ მართალი!

არის მიგნება უდავოდ მკვეთრი.
ჯანსაღი აზრის ვიწონებ ნაყოფს,
-მე ვაქცევ ლექსად, სიტყვას: რაც შენ თქვი,
ყველას გასაგებ პორციად დავყოფ !

არის ცხოვრება ჯახი და მირტმა,
ყველა თავისას მიჰყვება რელსებს,
მე შეიძლება ვისესხო სიტყვა,
სამაგიეროდ ვაბრუნებ ლექსებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი