ტყის ჩანახატი
ფოთოლი იკრავს სისხლსა და ბეწვებს, (მთვარე ჰკიდია ჩალეწილ ცაში), შუაზე გაყვეს, ადგილზე შეწვეს. ნახევარი კი წაიღეს სახლში... მიინაცრება საცაა ღველფი ბელი აცინებს მთვარეში დათვებს... კალმახის კუდით ავარდა შხეფი, ფრთა წააფარა არწივმა მართვეს! ზის ფუღუროში დებილი ბუ და ფუღუროს ქვემოთ მიწაზე მგელი, ტყე ნირვანაში როგორაც ბუდა გარინდულა და ახალ მსხვერპლს ელის !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი