თოვს გვიანია ***


თოვს, გვიანია, საათის ორი...
დანებს ამზადებს, სამზადში ქმარი...
იცის შობისთვის დაკლული ღორის,
ვერ გაექცევა ნაწილი მარილს.

ცოლი ცომს ზელს და დაწრიტა ყველიც,
ფქვილში ასვენებს გადაღლილ გუნდებს,
შემოვა ძველით ახალი წელიც,
დაგვბედებოდეს რაც გულით გვსურდეს !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი