მართლა დავიღალე ***
მართლა დავიღალე, ცრემლიც გაღუნული, ლამის დაჟანგული ხისტი ლითონია, ტკივილის ისევ ვიტან, ვყვირი გატრუნული, თუ ვწერ: იაშვიათად, ერთ ორ სტიქონიანს. მინდა გალოთება, როგორ ავიწყვეტდი, მართლა რა ხალხი წევს, ღმერთო სამარეში... ჰეი გალაქტიონ მე არ მავიწყდები, ლურჯა ცხენებით რომ სადღაც სხვა მხარეში მუზას მიაჭენებ, ოქროს დალალიანს... სულში როცა ცივა, ლექსებს ვეფიცხები, ჩემი მწუხარება დრომაც არ დალია, (ძლიერ დავიღალე დედას გეფიცებით)... ტკივილის ისევ ვიტან, ჩუმი ყვირილებით, სხვისი იმედები რადგან გავამყარო... მიყვარს ჰორიზონტით ცამდე გვირილები, მხოლოდ პოეზიით ვიტან ამ სამყაროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი