მისტერია
ჩქარი უსაღვროება, ნელი შავი წერტილი, სფინქისის გაშლილ სივრცეში, ლურჯი კვამლი ერია, სხვადასხვაა დროება, სისხლი გადაწრეტილი, ღმერთები და მითები, ანთებს ამ მისტერიას. ბნელი არის უფსკრული, პოეტების მხარეზე, აღარავინ დაგინდობს, ანდა როდის ყოფილა, წარწერები ლურსმნული, გამოთვლები მთვარეზე, პირობითი არის დრო, წყალიც არ გაყოფილა... უდაბნოში ტომებმა, ქვიშას ძვლები აჩუქეს, (ერთმანეთთან დავობნდნენ), ხალხი სისხლით იცალა, ცრემლის ზღვასთან შერთვებით, მზეში ღმერთი აკურთხეს, ზეციურად დაობლდნენ და მზეც გამოიცვალა. დიდი და უსასრულო, დრო ერევა მირაჟებს, წიგნიც სხვა სამყაროდან სისხლის ზღვაში გავცვალეთ, მარტო ერთი საუბრობ, მარტო ხედავ რიჟრაჟების, არვინ არის გამყოლად, ვისაც ლექსს ანაცვალებ. ბნელი უსაზღვროება, სიკვდილების სერია, მულტი ვარიაციებს, უსასრულოდ ასრულებს, სულის უდაბნოება, ისე მოსაწყენია, გრძნობას ვარდი აციებს: -ისევ სჯერათ წასულებს ! ლანდებიდან გადმოდის, ცეცხლი მზიურ სავანის, ქვესკნელია მცირე და ზეცა მადლში ცხელდება... დროის ჭა აქამომდის, წმინდა ცოდნის საბანი, საფლავის ქვის ტირესთან არაფერი ჩერდება. ცხელი ბურთი აზრების, ცაზე ამოდ მზეობდა, შემქმნელის და შექმნილის, უსასრულო ვერსიებს, ეს "გიჟური" ფრაზები, გაქცევს აპოთეოზად, ამ ცებს გულდაწყვეტილი, ლექსად შემოესიე. ჩქარი უსაღვროება, ნელი შავი წერტილი, დროთა მიგრაციებში, ლურჯი ტალღაც ერია, სადაა მყუდროება? როგორც მრავალწერტილი, ტალღის ვიბრაციები, ახსნის ამ მისტერიას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი