გაგიცვლი რჩევებს ***


გაგიცვლი რჩევებს ტკივილებში,-დღეს რა კურსია?
გამოცდილებას ჭაღარების ფასად ვიღრმავებ,
სკოლასთან ჩემი სურვილები შენს ჩრდილს უცდიან,
და ტკივილები გამოისხა ბაღმა სიბრმავედ

რომლის გამოთაც, იმ წვიმებში ქოლგას გაფარებ,
სულის ცეცხლები ამეხილა შენთვის ვეცადე,
თუკი წარსულში იშვიათად თვალს გავაპარებ:
-კვლავ უსათუთედ ოცნებად ხარ ბავშვში  ზეცამდე !

გაგიცვლი მხოლოდ ჩახუტებას ანდა ცალ ღიმილს
მთელს ბავშვობაში...გაგაცილებ ქოლგით ერთხელაც,
სკოლასთან ფიქრი ამედევნა მშიერ ძაღლივით,
და ტკივილები, მზეზე თოვლად ისევ  შეთხელდა.

შენ არც კი იცი, ვინ იყავი ჩემი არსების,
ალბათ ეს ლექსი მოგედება სულზე კაუჭად,
ამ სამყაროში უსასრულო არის შანსები,
რადგან სურვილი, მანძილებს და დროს გადაურჩა.


შენთან წარსულში ლექსით ვაწყობ დღეს ექსკურსიას,
ერთი "არა"-თი წააფარე სევდა იმედებს,
გაგიცვლი რჩევებს ტკივილებში, -დღეს რა კურსია?
ისე სუფთა ხარ, საკოცნელად ვერც კი გიმეტებ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი