დაბადება


როგორც თეთრი წერტილი, როცა შენ დაიწყები,
სადღაც სიღრმეებშია, სასიცოცხლო გაშლები
შექმნის მრავალწერტილით, ვითარც უყდო წიგნები,
სულში იდეებს შიათ, უკვე ცოდნის ვაშლები.

არის ცისკირის მაგვარი, ელვის ნელი ნათება,
როცა არც სახელი გაქვს, და არავინ არ იცის...
უცნობი ნიაღვარი, გულზე შემოათბება,
ვერ გცნობს მაგრამ, სივრცეში და სხეულში განგიცდის.


ნელა იკრავ ატომებს, ხარჯავ სხვისას ქონებას,
ცაში ანგელოსები, წერენ ბედის ძახილებს,
ფეთქავ და დროს ანდომებ, ცასთან დასინქორებას,
ხორცით შეიმოსები, უკვე ასჯერ გამხილეს....

როცა აზრის კასკადი, თავში ახვევს ორბიტებს,
სიზმრები და ფერები, წვეთავს შენში ცრემლებად
ირგვლივ ეს მასკარადი, თანაც სულს გიკორტნიდეს,
იქით რომ ეფერები, გიბრუნებენ ეკლებად...


და სადაა სიკეთე, თითქოს ჰგავდა ხუმრობას,
გაკვეთილი მშობლების, თუმც იწამე ზეცებად....
გულში ამოიკვეთე, მიზნის დასახულობა
პოზიტიურ ხომლების რიცხვთა გაათკეცება.

მაგრამ ამ ქაოსებში, შენსკენ არვინ დადგება,
და თანდათან მუქდება უკვე შავი წერტილიც,
წამიც და დაოსდები, ქარიშხალიც ჩადგება,
ენა არ გიბრუნდება, სისხლია დაწრეტილი.

არაფერი არაა, თეთრს და შავ წერტილს შუა,
სიცოცხლეც და სიკვდილიც, ტალღებს მოაქვთ და მიაქვთ
უსასრულო აფრაა, დაწერილი კი თუა
ამოსუნთქვას მისტირი...აზრებს მხოლოდ წამი აქვთ

გაიაზრო სიცოცხლეს თუ ვინ უყრის ბალავერს...
ლუკმას არვინ მოგაწვდის, სულს არ გაგათბობინებს...
გველი შემოგიცოცეს, აზრზე მოსვლისთანავე
სიცოცხლე და სამოთხე, ერთად დაგათმობინეს...


როგორც თეთრი წერტილი, როცა შენ დაიწყები,
სადღაც სიღრმეებშია, ვინც სათავის ქიმზე ზის
შექმნის მრავალწერტილით, ვითარც უყდო წიგნები,
სულში შეკითხვებს შიათ და არ ვიცით მიზეზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი