ვიფიქრებ არსებებს მულტისამყაროებს ***


ვიფიქრებ არსებებს, მულტისამყაროებს,
ვცდილობ რომ განვჭვრიტო ვინც ქმნიდა გენომებს,
ედემის ვაშლის და ასევე სხვა წყაროებს,
ცოდნისას...ენების არევის შენობებს...


ცაში ვეჭიდები, კვაზარის ამონახსენს,
მე ვიცი სულ სხვაა ღმერთების ამპლუაც,
ბოციდან უჭაჭოდ ნადუღი ჩამოასხეს,
ყველას დაუძახე ჩვენებს და სხვაც თუა...

თუ ძმა ხარ გაჩერდი, მუზის ღმერთს გაფიცებ,
ნუ ცდილობ მოირგო პოეტის მანტია,
სხვა თუ არაფერი, -იკითხე, ტაბიძე !
(ზოგი ჟაკანია, ზოგი საფანტია...)

მე უფრო მის სვლებზე მინდოდა ფიქრები
ცაში პოეზია არავის აოცებს,
და როცა მიწაზეც კი აღარ ვიქნებით
და თუ მარმარილოს მკითხველი აკოცებს...

ჩათვალე რომ რაღაც შენც გაქვს ნაკეთები,
სულ სხვა დროებაა გარეთ ამინდივით,
მაგრამ ეს მერე, როცა გაჩერდები,
როცა დაიხურავ საფლავს კრამიტივით...

არ გინდა ნუ ცდილობ, იმას რაც არ გჯერა
დამშვიდდე სჯობია, სჯობია გაჩერდე...
ცუდალ ლაპარაკს, საერთოდ ცუდად წერას, 
ხომ გიჯობს: ვთქვთ კარგად, ლობიოს არჩევდე...


სიკეთის ძებნაში, სული დამეფლითა
ვცდილობ რომ განვჭვრიტო შემქმნელის ხაზები...
სხვის თვალწინ კეკლუცობას ვერ სცდებით ვერაფრით და...
შენ რომ გეკამათე, ჩემს თავზე ვბრაზდები !


13.01.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი