დაბადების დღე (ლიკა)
დამაგვიანდა, ვმუშაობდი... ვწერდი ლირიკას, არც მიყვარს ხალხის დასანახად, რამის კეთება, არეული მაქვს ლექსები და ასტრო ფიზიკა, ძილის გრაფიკი, გადარჩენა, შემოქმედება... ახლა გილოცავ, მერე რა რომ დამაგვიანდა არც ყანწი მინდა, თუმც ვილოთე ჩემი ნაწილი, შენი ლამაზი თარიღების, ცისფერ ლიანდაგს, ას სადგურს, როცა ჩაიმარცვლავ, მაშინ მანძილი იქნება მოკლე, როგორც ძაფი, თითზე სახვევი, რადგან სიკეთე ბავშვობაში ჩარჩა ნიადაგ, გილოცავ ასე უცნაურად! -ჩემი სათქმელი? -სადგური არ გამოლეოდეს მაგ შენს ლიანდაგს ! დამაგვიანდა, მერე რა რომ გვიან მოვედი, სამაგიეროდ მოგიტანე სკოლის წლები და... გისურვებ მიზნებს ახდენილებს ა-დან ჰოე-მდის... ღმერთს რომ უნდა თან ასევე, როგორც შენ გინდა... 12.01.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი