მოუწყო უკვე პატიმარს***


მოუწყო უკვე პატიმარს, მისმა "წმინდანმა" რევანში
მანამდე მამის პენსიით, ტყეებს ჩუქნიდა ცოლიკოს,
პირდაპირ ბიუჯეტიდან რომ ხარჯა შვილის ფრენაში,
მაშინ ვთქვი, თანაც (სახალხოდ) დედამორთული რომ იყო.


ამას ეწყინა, მის სახლში ფულები რომ არ მოზიდა,
სოფლელი პენსიონერი, ცდილობს ბოსლიდან ღმერთობას,
ტუსაღი თუ მართალია: მაშ მეორეა ბოზი და...
ამ დილემაში გაჩხერა, სექტას დაურღვევს ერთობას.

რადგან ორივეს აქებენ, ცრუ წმინდან-მხსნელის მსახურნი,
ბოსელის სუნი "შანელით", არაფრით დაიმალების,
გელათი ჩამოაქციეს, საქმე ჰქმნეს ჯერ არ ნახული,
(ხედვენ საკლავის კარიბჭეს, ხბოები წყლიან თვალებით.)

სიმართლე მიწას გახეთქავს, ილუზია კი შტერ თავებს,
ყიდიან რაც ვერ მოასწრო ამათ წინამ და მის წინამ ....
ბევრჯერ სიმართლის თქმისათვის უვიცად შემომედავენ,
შენ დაიფარე მაგ ხალხი, ვისაც შენი სწამს    (ბი...კენტი)


01.15.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი