გადავიწმინდე ემოციის ოფლი ***


გადავიწმინდე ემოციის ოფლი შუბლიდან,
და ინფანტილურ მოგონებით ვუზივარ ბუხარს,
ცაში ვარსკვლავეს ეთამაშო ლექსით თუ გინდა,
მაგრამ ჩუმად და უმოქმედოდ პოეტი, - თუ ხარ...

რაღა აზრი აქვს, სხვა პალიტრას და სხვა რეგისტრებს,
რა სულში იხლი, ამ რწმენებს და ცათა გენიას...
თუკი მეზობლის გრცხვენია და პირჯვარს ვერ იწერ,
სამაგიეროდ ლექსს იწერ და არა გრცხევნია.   

აზრი მითხარი: -რატომ ხარჯავ ჰაერს სხვაზე მეტს,
თუკი მართალი, (თან პოეტი?), თან გიჟი-ც თუ ხარ?
ვიღებ პოლუსებს, საზღვრის ხაზებს, გრძედებს, განედებს...
ვახვევ მუჭში და ერთიანდ ვუკეთებ ბუხარს.

01.28.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი