შეკვეთილი ლექსი


შეიხსნა ცის კიდემ საკინძე შილიფი
ხატოვან ნისლებით ბალახზე წამოწვა...
გაელვა ხატოვნად, გამოჩნდა ბილიკი
და სამმა აჩრდილმა ბურუსი გამოწვა.

ჩანქერის ხმაურში, უჩუმრად ვიდოდნენ,
ჩანჩქერთან ბავშვები მსჯელობდნენ ფრენაზე...
-ლიკა მას, დავუშვათ კიდემ რომ გვინდოდეს,
სადაა უფრო და უკეთეს ყველაზე?

პასუხის დაწყება გართულდა წამებში,
სტუმრები მოვიდნენ, უცნაურ სიცილით
-ეს ხომ ის... ო ღმერთო...ეგვიპტე თვალებში
უდაბნოს ქარების, ველური სისინი...

მეორე ტოსკანის და ცის მასკარადი
ღვთიურად ლამაზთან მდინარეც გაჩერდა,
მესამემ აიღო ფუნჯების კასკადი
და ცისარტყელები დახატა ჩანჩქერთან...

სამეფო გვირგვინი, იტევდა ტრამალებს,
ჟამსა და სივრცეებს, ვარსკვლავთა ნახტომებს,
ბავშვება ანაზდად თვალები დამალეს,
და ცაში დათვებმა პოლუსი დატორეს...

სტუმარი ღვთისაა, ჩანჩქერის წვეთები
ნეფერტიტს არწყულებს, ერთ ჯამში შეკრული...
-ჩვენ ხელოვნებისთვის მზესავით ვენთებით
ქართული წყალია სიცოცხლის ფერხული...

დალია, და ლოცვის აკორდი გასცილდა
ბაგეებს, მუხლებიც  შეეხო ბალახებს,
თან მზერით კოსმოსის კარიბჭეს გასცილდა,
თან მაინც ვერ გასცდა ამ ქართულ სანახებს.

აიღო ჯამი და აწოდებს ვენერას
ის იდგა შიშველი სულით და მზის თაღით
ღმერთული ფრესკების ირიბი "მერე რა",
და ყველა ლამაზის, ლამაზი ნიღაბი.

იპკურა სხეულზე ქართული წვეთებად
ვით მარგალიტები გიგანტურ ნიჟარის,
კისკისებს, კეკლუცობს, ანათებს, ენთება...
ციდან რომ გზას გიკვლევს კი ზუსტად ის არის...

და ფრიდამ გაშალა თითები ფუნჯებად,
დაუსვა ცის კიდეს, გიჟური პალიტრა...
ვინც ხედავს სუთქვითაც მყისიერ მუნჯდება,
არ უნდა გვირგვინი, არც ხმალი არც სკიპტრა...

ვერ იტევს კოსმოსი, გონების ლაბირინთს,
და წარმოსახვაში ღვთის ხელიც ერია...
ფიქრების ძალით და უბრალო ამ რითმით,
უკვე: -რაც გინდოდათ გულებში წერია.

ჩვენ ვიდრე წავალთ და დავსერავთ სივრცეებს,
ჩვენ ვიდრე წავალთ და დავლაშქრავთ ადგილებს,
გონების ზეიმით ჩავწვდებით სიღრმეებს,
და წარმოსახვებით ვამცირებთ მანძილებს.


03.02.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი