ლილი მას


ლიკამ მითხრა რომ "გიჟი" ვარ ალბათ გენიაც,
ბევრ დიაპაზონს გადაფარავს ჩემი ვერსია...
მთლად რომ წამართვან ყველაფერი,
ლექსი ჩემია
მე ლექსის ვარ და ასეთია ეს კონფესია.

ჩემზე ლექსიც კი დაგიწყიათ...(-გვიან მოვედი...)
და დანანებით აღგინიშნავთ ალბათ, მაშინვე,
რომ ვერ შენშენთ იმ პატარა ბიჭში პოეტი,
მეც გამექცა და სულ ახლახანს გადავარჩინე...

ხდება: ვარდები და ტიტები აწვიმს წამწამებს,
მე გაჩუქებდით პოეტურად, ალბათ  გვირილას...
სამაგიეროდ, სხვებთან ერთად თქვენ გზა მასწავლეთ,
და "ვერ შენიშვნას" ნუ იდარდებთ, არ ღირს ! - ლილი მას !


04.02.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი