გამოვიგონეთ ყველაფერი ჩვენზე ***
გამოვიგონეთ ყველაფერი ჩვენზე მორგებით, რელიგიები, კულტურები, ზოგმა მორალიც, ჰორიზონტების მხარეები, წმინდა მოგვები, ღმერთებიც ბლომად, დითირამბით ანდა ქორალით... აღმოვაჩინეთ უჯრედები, მოლეკულებიც... რომ "მანდამაინც" არც ფიზიკა მიდის ღმერთამდე... ქვებიც ვიქნიეთ, მშვილდისრებიც, ორლესულებიც, მერე დენთი და ბირთვულები ჩავცხეთ ერთამნეთს... როს განვვითარდით, ვარსკვლავებს რომ ვკრეფდით კალათით... და ვაფრიალეთ უჰაეროდ დროშა მთავრეზე ... კანონის ძალით თავებს ხვრეტდა ისევ ჯალათი. და არავინ არ გადასულა ნათელ მხარეზე. რა მოგვიტანა გონებამ და განვითარებამ, ერთობით ჩვენზე მაღლა დგანან სულაც თახვები, ასი ღმერთი გვყავს, ათასობით ენის მანერა, ელემეტარულ მშვიდობაზეც კი ვერ ვთანხმდებით. ვიცი კრიტიკა მომიდგება ალბათ სიმკაცრით, და გზა შარაზე აფორთხებენ ამ ჩემს სტრიქონებს, ზუსტად ამიტომ გეუბნებით: -ჯვარზე ის კაცი იყო მართალი...დანარჩენი? -გამოვიგონეთ ! 10.02.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი