მე ვფიქრობ ნელა ***
მე ვფიქრობ ნელა კოსმოსიდან შემოვიწიო, თან გავერიო ქვიშებში და თიხის ზელვებში, მიტოვებული სიგარეტი ისევ მოვწიო, არადა ყველა მიწონებდა როცა შევეშვი... თავისნაირის დანახვაზე, ხალხი წყნარდება, ისე გიღებენ, ვით საღამოს აბებს საძილეს, დაფშვნილ კრამიტებს, ზეცა გასდის, წვეთი ვარდება, საწოლს ეცემა...მამა შვილებს ზღაპრით აცინებს. რომ დაავიწყოს შიმშილები... ჭიპზე გახსნილი ფეხსაცმელები, დახეული ჯვალო სამოსად... რაღაც მონამცხვრო, უშაქრო და თან უვანილოც, უწიგნობისაგან ჩავარდნილი ორი გამოცდა. მერე სიჩუმე, მხოლოდ წვიმის წვეთებს ენდობა, ღამე გამოდის სიბნელიდად როგორც მეძავი, და აივნების რიკულებზე კვამლით ეყრდნობა, ლანდი ასე ვთქვათ კაფანდარა, შეუხედავი. ქუჩის იქით კი ჩახჩახებენ ჭერში, სანთლები, შამპანურები, კისკისები, მიქსავს "დიჯეი" ვის რას ერჩი და მითუმეტეს რას ემართლები, კაცნი და ქალნი თავის ნამდვილ სახეს იჩენენს... ერთ ჭერქვეშ ხდება, ასე რომ ვთქვათ ცოტა უხეშად, ცხოველთა დაცვის აგენტები აქებენ ხმოს მწვადს, არის ათასის ჯალათი და ათის ნუგეში, მისი არ სჯერათ პოეტებას, და თან მისი ბრბოს სწამს !!! ვფიქრობ რომ, დროა კოსმოსიდან უკვე დავბრუნდე... მშიერ ბავშვებს და მაძღარ კატებს იქვე ათ მეტრში სძინავთ! ცალ მხარეს დედამიწის მორალ-ქვაკუდხედს, ვხედავ წუმპეში, ნარკოტიკის დოზით გალეშილს. ხოლო მამამ კი მოუკიდა სხვა ღერს ხელიდან, ჭერს გასდის ზეცა და ეცემა წვიმად იატაკს, ზის ხვალის დილა მოჯირზე როგორც თემიდა, სიმართლეს როგორ მუდამ ხდება: -დააგვიანდა! 15.02.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი