ჩემი ტკივილები ზეცამ ***
ჩემი ტკივილები ზეცამ დაიტია, მხოლოდ, ჰორიზონტებს ვზვერავ... ყველა გათენება თითო კრამიტია, ვაწყობ სახურავს და მჯერა: შენ თუ არ იფიქრე, მე თუ არ დავფიქრდი რაღას გავაკეთებთ აწი... ყველა ამ ბუდიდან თუკი გადავფრინდით... თუკი აღარ დარჩა კაცი... კაცებს რომ ვახსენებ, მართლა კაცს ვგულისხმობ, არა ამომრჩევლის სიას, თუკი მოუსმენდით ჩუმად ამ გულის ხმას, არ გავარდებოდა ტყვიაც ! პაციფისტობა და პერფექციონიზმი, როგორ გიმახინჯებთ აღქმებს?.. როგორც თქვენ ამბობთ და ისე როგორც ყიდით, -მასე სულ არ არის საქმე ! ამდენ ნაძირალას, ვითომ პატრიოტებს, ამდენ წვერგაშვებულ დამპალს, მართლა ღმერთი უნდა ალბათ: - ათიოდეს, ვინაც მართლა ფეხებს დაბანს !... სხვა დანარჩენი კი ყველა ყალბებია, როგორც მირაჟები სიცხის, ცუდი ისაა, რომ თან გადამდებია, ყალბად დადებული ფიცი. ჩემი ტკივილები ზეცას შევინახე... -ერთეულებია ჯერაც... მხოლოდ იმიჯია წვერიანი სახე, თუკი აღარავის სჯერა! თქვენი ქმედებების ყალბი კასკადებით, ღმერთიც შეაწუხეთ ჯვარზე... მომხვეჭელობისგან მიკვირს რად არ სკდებით, ნეტა თუ ლოცულობთ? - რაზე ? მე სხვა პლანეტის ვარ, ისე აშკარაა, თქვენი აყროლება სულის... ამდენ სიბნელეში ერთი ფანჯარაა შუქის, თქვენ არჩიეთ ფული ! ფული, მონობა და ოქრო მონობისა, ოქრო გაყიდული ვერცხლზე... როგორ განსხვავდებით, მართლა სიკეთისგან, ვეძებ, ჩემისთანებს ვეძებ ! 09.03.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი