სარკესთან
ჯერ მზესაც სძინავს, და ჩიტებმა აიკლეს ქუჩა, მე როგორს წესი, ან ვცდილობ და ანდა ვიძინებ... -რომ დაიკიდო ყველაფერი, ხისტად და ურჩად, -რომ დაიკიდო ეს ყალბი და მყრალი სიმძიმე...? რომელიც ტაძრის გუმბათებზე ჰკიდია ცოდვად, კლუბებში წამლად გაყიდული მკვლელის სანაცვლოდ აღებულ ფულით: მოგონილი სიწმიდის ბოდვა... ღმერთის სახელით მომავალი როგორ დანაცრეს... გამოგონილი ორდენების უშიშარ მცველებს, "დიფსთეითური" რეგისტრების შემქმნელ ნაბიჭვრებს, ჩვენს ნაშრომს ვუხდით, გვიჭერენ და იფხანენ "ხელებს"... ...უზიარებენ ჩათლახები ფოტოს ძმაბიჭებს ! რომ გრიალია რესტორნებში, ქვეყანა ვალში, რომ ხალხი გარბის პურისთვის და რჩება სამწვადედ, გამზადებული სუკები და ქაბაბის ფარში ხვდებათ ყოველთვის სამწუხაროდ ამ არამზადებს. აღარ ახსოვხარ მეგობრებს და გაგყიდის ზოგიც თუ შეაძლიეს კაი ფასი, რა ექნათ აბა არის მიმოცვლა ჯოგი, ბრობო და ბრბო ისევ ჯოგი... "მიდი მოვდივარ"... როგორც იყო ჩხრიალებს ბამბა... რომ აღარა აქვს, სიყვარული გულებს და ზეცას ! რომ დაგვყო მტერმა, ბოროტების მწარე მირაჟით, ჩვენი ღირსება რუთაველის სტრიქონებს შერჩა მხოლოდ, და ისიც სამწუხაროდ მცირე ტირაჟით ! რომ ვერ შევრიგდით, და ძმის სისხლი გვახარებს მუნჯი... საერთო სიტყვა ვერც ერმა და ვერც ბერმა ვერ თქვა... წაქცეულია სიბნელში სასანთლე თუჯის, თან ავტომატის ვაზნებია სისხლიან ფეხთან... კვლავ მაგის შემდეგ სისხლით ვიბანთ ძმის დაჭირლ ხელებს, ტყუილი წამლად შეასაღეს მამებს და შესვეს... იუდას ყულფით მოგვირგვინე, გესლიან გველებს, თავსაც ვუხრით და ვემონებით ეშმაკებს თესლებს ! ჯერ მზესაც სძინავს, საწამლავად გადადის სისხლში... მთელი დღის ბორგვა, შხამიანი ფიქრების მტვერი... ვთქვათ რომ ადგე და... უფრო მეტიც არავინ გიშლის, რომ დაიკიდო ჩემო გაგა ეს ყველაფერი! 18.06.2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი