რაშვები


ღამეა შეგნების სუყველა რეგისტრში,
გათავდა სინათლე, გავიდა მარილზე...
მორალით მკვდარი ვართ ისე რომ ვერ ვიშვით,
ისეთი ბნელი ვართ გვჭირდება სამი მზე...

სამშობლო: რუკაზეც არ სტკივა არავის,
რის იბერია და... ან რა გაბრწყინება...
სხვისია ვენახი, კერია ,მარანიც...
მონობა არავის, არავის სწყინდება...

რა გიყო...მარტო მე ვერაფერს გავხდები...
სიმართლე შემორჩა მხოლოდღა ბავშვებში...
თხელია ანძაზე მოთეთრო აფრები,
მაგრამ გემს მიათრევს ქაოტურ ტალღებში...

რაშვები რავახარ...რავა ხარ რაშვები.... 
სიმართლე ბავშვებში, იმედად ბავშვები...
რავშვებით საერთოდ, საერთოდ რას ვშვებით...?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი