ლილეს


წლები როცა გავლიან, როცა წლები გავლიან,
უფრო მეტს რომ მიხვდები, დაშვებული ფარდით...
მოინატრებ მაქამდე, მას ვინც არ გინატრია
გაიხსენებ მის სახეს...ო რა ძლიერ ჰგავდი....

სულში ფორიაქია, ყველა წუთი გაწუხებს...
რაც შეგეძლო მის გვერდით დაგეხარჯა მუქთად...
როცა სადარდებელი ძლიერ შეგამარწუხებს
გინდა ვინმეს დაუჯდე და უბრალოდ უთხრა

როგორ მიდის ცხოვრების უსამართლო დრეიფი...
ბევრჯერ ოქრო გეგონა ხელში შეგრჩა ქვიშა...
ბევრი ცრემლი იქნება, უფრო მეტი ქეიფი...
და ვერავინ ვერ მოგცემს უუკეთეს  ნიშანს.

ვიდრე მხოლოდ ზეცაში, სულის კორიანტელებს,
შეერთებულს ოდესღაც, ვისაც ჰგავდი  ძლიერ
მისი რჩევა ახლაც კი, სულის სიმებს ამრთელბს
ის რომ არ შეგელია, შენ რომ შეელიე...


წლები როცა გავლიან, თმაც  რომ შეგივერცხლდება
(კი იპოვი სიმართლის თუნდაც მცირე მარცვალს!..)
- ჩემი მარადისობა მუდამ გვერდით გეხლება
ვით თამარს ვარძიაში მისი სეფე დაცვა !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი