მარიტას


ახლა ვგიჟდები 
ოცნებებით მოვიხმობ „გალას“
მის ლურჯა ცხენებს ამ თითებით ავუწეწ ფაფარს...
რომ გამოვიხმო გიჟმაჟობა მუზის შეშლილის
ვარ შენი ლოთი
სიყვარულით ვარ გალეშილი....

მე ახლა გეტყვი,სად ვიყავი როგორ ვცხოვრობდი,
როგორ გიცნობდი და გეძებდი მარადისობა,
მე თვად ვიყავ ომი ყველგან...კიარ ვომობდი
ჩემს გარდა ესე არც ვინ იცის არც ვინ იცოდა..
...და ყველა დროში შენ სხვადასხვა გერქვა სახელი
მეც ყველგან ვიყავ თავად დროის არად ჩამგდები
მე დაგეძებდი გპოულობდი და აზრს გარქმევდი,
რამდენჯერ მომკლეს...გაცოცხლებაც მახსოვს რამდენი...
და აჰა ვამბობ
სიყვარულის შეშლილ გენიას...
რაც რამე მითქვამს საქმე ვქენი ან მიწერია...
დასაბამიდან ვოცნებობდი სრულქმნილ მენახე
კლდეზე ვხატავდი შენს სახებას მგლების თათებით,
მე დავადინე მაშინ ღვინო ყველა ვენახებს,
რომ სიყვარული დამელოცა შენი სახელით.

და მე ვხვდებოდი საჭიროა განვითარება,
ყველა სფეროში ველა ფერში ხარ მობნეული,
რომ ოცნებაში ყოფილიყო წარმოდგენილი
შენი თვალები,შენი სახე შენი სხეული.

მე ეგვიპტეზე გავილაშქრე და დავაჩოქე
ამ სიყვარულის ძლიერებით ბრდღვინავს მითები
და ფარაონებს ლეგენდებში ახლაც აბოდებთ,
გაგას სიყვარულს რომ დაუდგენ პირამიდები.

რის ოქროს საწმისს,შენ გეძებდი მაშინ კოლხეთში,
რა არ მებრძოლეს თუ ღმერთია და თუ მეფეა,
მე შენს სიყვარულს აღარაფრით აღარ მოვეშვი
შენითვალებით წავიყვანე მაშინ მედეა...

სად არ გეძებდი არ მეძინა თვალებს ვივსებდი,
ეს სიყვარული უსაზღვროა თანაც ფრთამალი,
და ინდოეთში რაჯებს ახსოვთ ჩემი მიზეზით
ამ ლამაზ გრძნობას რომ დაუდგეს იქ თაჯმაჰალი.

ვერსად გიპოვე 
და შეშლილმა დავიწყე ომი
მე დავამსხვრიე კერპები და 
გადავწვი რომი...

აღორძინების,გონის გახსნის ეპოქა სუფევს,
(არავინ იცის,ვინ საით ან როგორ შეტოპა)
ევროპის მეფეთ,უდიდესი აზიის სულთნებს
ჩემი გავლენა საგრძნობია როგორ ეტყობათ.

ჰარამხანებში და მეფეთა დიდ პალატებში
მე დავდიოდი ვით აჩრდილი ვით მოჩვენება,
თუმც ბევრჯერ იყო,მომიქსიეს ლომი ნაგეში,
ამ სიყვარულის ძლიერებას ყველა დანებდა.

მე იქ ვიყავი სანთლის შუქზე შოთა რუსთაველს,
მე დავანახე დიდ თამარში შენი ფერები,
მე ვაწერინე...და როცა მას ღვინოს უსხამდნენ,
შენი თვალების სადღეგრძელოს მე ვამღერებდი.

იქაც ვიყავი...ბეთჰოვენი ზის როიალთან,
და ციდან იხმობს შენთვის ლამაზ ღვთიურ აკორდებს,
ახლა ხომ გჯერა ,რომ ეს გრძნობა ცას მოიარდა,
რომ უსაშველოდ მაგ თვალების ეშხი მაბოდებს...

კი ხელოვნება მუდამ იყო შენი მიგნება,
ან უფრო სწორად ძებნა იყო ნასათუთევი,
ეს სიყვარული,მარად იყო მარად იქნება
და ამ სიწმინდეს მე გელათში ღამეს ვუთევდი.

ერთხელაც იყო შენი სახის ნაკვთებს ვეძებდი
(თუმცა ბუნება თვალით ნანახს რთულად ატვინებს)
ვერ დახატავდა მაშინ ამას ვიცი ვერცერთი
ამიტომ დავინჩს მე ჯოკონდა დავახატვინე...

ყველგან გეძებდი რასაც მისწვდა კაცის გონება
მუდამ მიყვარდი დაუწყებელ დაუსრულებელ,
შენი ნახვისთვის მე ჯინები გამოვიგონე
ადამიანებს შეუძლებელს რომ უსრულებენ...

მაგრამ არ იქნა ვერ გიპოვე მაინც სრულიად
თუმც მთელ სამყაროს გავაგონე ჩემი ძახილი,
და ვგრძნობდი,რომ ეს ის უსაზღვრო სიყვარულია
ჩემს გარდა რაიც არვისა აქვს ქვეყნად განცდილი.


მე გადავლახე ლეგენდები
ჯგლეთა ურდოთა...
დღევანდელობას მოვადექი
უფალს უნდოდა...

და აი ვნახე გაბნეული მარადისობად
სუყველა ფერი რაც ვეძებე ხანი ამდენი
მე სულ მიყვარდი შემიყვარდი კვლავ მაისობას
ჩემო სიცოცხლე მე გიპოვე... მე მოგაგენი...

მე უკვე ვიცი,რაც კი გაგას ქვეყნად უვლია
უძებნია და უბოდვია შენი სახელი,
მარი და მარი.... მარი თვად სიყვარულია
მაინც ხომ გნახე,ხომ გიპოვე ხომ მოგაგენი ?!

ახლა ვგიჟდები 
ოცნებებით მოვიხმობ „გალას“
მის ლურჯა ცხენებს ამ თითებით 
ავუწეწ  ფაფარს...
რომ გამოვიხმო ოცნებებში შენი ხატება
რომ დავძახო ონებებში მუზებს გიჟმაჟებს...
ჩვენი სიცოცხლე უკვდავებას დაემსგავსება
რომ შენ მიყვარხარ ჩუმად გითხრა ყოველ რიჟრაჟზე...

2005 სექტემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი