ლექსო რაღაში გვჭირდები
ჩატეხილია ხიდები ბონდებიც ჩაწყვეტილია ლექსო რაღაში გვჭირდები -შუბლში ვესროლეთ ილიას... სული ლოცვაში ტირდება მცოდნეთაც არა იციან ლექსი რაღაში გვჭირდება: -ზურგში ვესროლეთ ტიციანს სულ ასე ტყვიის სროლაში ნათელ გონების ხუთვაში ბაგა-ბაღში თუ სკოლაში... სახლში, ეზოში, ქუჩაში... მენატალობაშიც ჭირია ისტორიაში ღალატი... მკვდრები საფლავში ტირიან კი გვაქვს გაყიდვის ტალანტი და მერე კუდის ქიცინით სულგაყიდულებს ისედაც რა გვეცინება ?! ვიცინით... რა გვეცეკვება კი ვცეკვავათ... გორგასლის ისრის მსროლელო ზარბაზნის ამბის გამტანო... სუფრაზე წყნარი ო რერო რანუნი არ დაამთავრო.... ქართულიც აღარ იციან საზღვრებიც დაწყვეტილია... ზურგში ვესროლეთ ტიციანს შუბლში ვესროლეთ ილიას.... ასე ღალატში რბევაში სხვის ომში ხმალის ქნევაში როდემდე უნდა ვგოდებდეთ?... ზურგსუკანითი რევანში საკუთარ სისხლის ნთხევაში... როდემდე ღმერთო?... როდემდე?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი