ხალხს შია. -გახდი!
გაქონილ ტუჩით (ხინკლის წვენით),გასძახებ მიმტანს ხბოს ბარკალს ხელში ატრიალებ, თითქოს სცემ ლახტით მსუქან პოეტებს ვერ ვიტანდი, ვერც ახლა ვიტან... მიდექ მოდექი...პოეტი ხარ? ხალხს შია გახდი... მაგრამ ლექსების მწერალი ხარ, ფორმით და ქრთამით... ხშირად გერევათ, სტატუსები...ყალბი და ნაღდი... მიკვირს ღმერთმანი არ გემტვრევა ფეხებ ქვეშ სკამი თუ პოეტი ხარ, გაინძერი, ხალხს შია- გახდი! მაგრამ "პოეტებს", შენნაირებს რომლებიც აწი მოვლენ... და ვინც ხართ გაიყიდეთ, ვერც წერთ და წახდით... მაგ ქონიანი, ქრთამიანი ხელები გასწით პოეზიისგან...პოეტი ხარ? ხალხს შია- გახდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი