ოთახი - პალატა
ჩემი ოთახი მოჰგავს პალატას დროს და მანძილებს თქვენთან მაცილებს ეს რა ჯანდაბამ დამაავადა რა დამაძინებს, რა გამაცინებს... თეთრი კედლები ჭაღიც თეთრულა რომელიც თითქოს ჰკიდია იმედს რაც აქ მოვედი არ ანთებულა ვით ჩემი ნატვრა, ტკივილი მძიმე... ფანჯრის გაღების ეიფორია, გადადებია კრამიტებს ჩრდილად ტკვილი,დარდიც,უკვე ორია და ერთად ვხვდებით ცას ყოველ დილა ჩემო ოთახი პალატას მოჰგავს არც სანიტრები და არც მედდები... სული სურვილში ყოველდღე ბორგავს... ვბერდები თითქოს და არ ვჩერდები.... მაინც არ ვიცი სანამდე მივალ თქვენზე ფიქრები, დარდი მომავლის ყველა ბალახი გახდება თივა არ გაჩერდება დროის ბორბალი... ჩემი ოთახი მოჰგავს პალატას არც ექიმები და არც მედდები თქვენთან სიშორემ დამაავადა წამლად რაფაზე დევს იმედები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი