მცივა და


მცივა და იხსნება ღრუბელი
მთვარეს ცა მოუჩანს ჩახსნილი
კისერზე ათიოდ წურბელით
მუდმივად შორადი მანძილით

წარსულის შავთეთრი კადრებით
ჭიქებით...ჭიქებით.. ჭიქებით..
მუდმივად მომავლის დარდები
ნეტავი რამდენ ხანს ვიქნებით...

არაფერს არ მაძლევს ძახილი...
ჰაერით ვიბერავ ნესტოებს
მუდმივად შორადი მანძილით
ახლა კი წარსულის ექოებს

ხანდახან ყურს წავკრავ განვიცდი 
და წამით ვაყუჩებ სხვა ბგერას
რა უნდა დავწერო არ ვიცი...
და ის კი რაც ვიცი არ სჯერათ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი