ხვალ წვიმს


ხვალ წვიმს და ცუდდება ამინდი
მოწყენებს შეცვლიან ჭიქები...
დაჯექი მარტო და გარინდდი
არ იცი ზეგ თუ სად იქნები...

თხელდება მზის სხივის სიმსუქნე
აგრილდა, ახლოსაც მოგიშვებ...
ჩემგან ეს საღამო იჩუქე
წვიმს...წამო ამ ჩემი ქოლგის ქვეშ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი