მართლა უსათაურო


შენი ლურჯი თვალების, თეთრი უსაზღვროება...
თვალის ჭრილის კონტური, კლეოპატრას ნახაზი...
შენს სიარულს ჭორების ვაგონები მოება
ასეთია სვე ბედი ყველა შენებრ ლამაზის...

ცის გახსნაზე კაშკაშა და ვნებაზე მეტია,
მაგ წამწამთა ხამხამი...შენი ხავედროვნება...
ამ პატარა ქალაქში ხედავ? ვერ დაეტია
შენი სისათუთე და ეს ჩემი გემოვნებაც

ისე შეგეხამები, როგორ ქამელეონი
ძვლებში მამტვრევს სურვილი, ვიცი მტვერი,მიწა ვარ,
მაგ ღიმილს ვერ მოვუგებ გოგოვ ვიცი მე ომით,
ვიცი ბევრმა ათენად, მედეადაც გიწამა.


ზეცა ითვლის ლამაზებს, თანრიგების შევსებით...
ასი წელი იყავი, მთაზე ედელვაისად...
ვარდის გაშლის სურნელში გადაგდნობ ლექსებით
ცაში გაგშლი მუდმივად მოკაშკაშე მაისად...

შენი ლურჯი თვალების, ტალღის დათვლა მომინდა,
თვალის ჭრილის კონტური ამერეკლოს მზერაზე...
მაშინ ვნახე ამ ცაზე თეთრი ყვავი მოფრინდა...
ისეთი ხარ მოქმედებ ლამის ბედისწერაზე

შენს სიარულს ჭორების ვაგონები მოება
მინდა შენი სუნთქვების ყურთან ჩქარი ქარები...
ფიქრით დარღვეულია შენი უმანკოება...
სველი თეთრი სხეული, სველი ლურჯი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი