ყოველ დილით


ყოველ დილით ყურთან შენზე სათქმელ სიყვებს
შემთვის ჩუმად გულში, ნება-ნება ვმარცვლავ...
ეძნელება მზესაც შენს კაშკაშს რომ მიჰყვეს...
გადის გვერდზე გითმობს, შენ ხარ იმის ნაცვლად

სიზმრებიან ჩრდილში, ოკეანის პირას...
დახეული ფარჩით, გატრუსული კანით...
თითქოს აფროდიტემ მსხვერპლად შეგიწირა
თითქოს შენ ხარ ვნების უღვთო კაეშანი

თითქოს პოსეიდონს  უნდა ტალღის ხელით
ჩაგითრიოს მორევს, ფსეკრზე სასახლეში
თითქოს უკვდავების წამალს მიაგენი
უკარებას პოზას არ სცვლი არაფერში...

მეღვიძება დილით, ყურში შენთვის სათქმელს,
ვიმეორებ ჩემთვის მუსიკაა გარეთ...
თითქოს ბრძოლის შემდეგ პოზიცია დავთმე
თვალის გახელისას სიზმარს მიგაბარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი