წამო (მარიტას)
ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს მზეზე ჰელიუმს და ვიდრე წყალბადს თერმობირთვულ განცდებში მყოფებს მე შემიძლია უკვდავება გადაგალიო ვიყოთ ყველაგან და ყველაფერში არასდროს მოვკვდეთ.... ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს ვიდრე ატომებს და ორბიტალებს, ორბიტებს და ცაში ვარსკვალვებს მარადისობას ხელის გულზე ისე გატოლებ გალაქტიკები ერთმანეთზე კუდებს ნასკვავენ... კოსმოსურია მასშტაბები, თავალის გუგებშიც... ნეირონები ატარებენ ბიტებს ქვეცნობით... ამ უსასრულო სიცივეში ჩვენ ვართ ნუგეში ერთმანეთის და არსებობის აზრის შეცნობის.... ყველა მიზანი მიღწევადი არის თავშივე თუკი ფიქრის გზით მიაღწიე წერტილს ბალანსის მე სულ გვერდში ვარ ნურაფერი ნუ შეგაშინებს ისე შენთან ვარ მუდმივობას ლამის გადავცდი.... ჩვენ უფრე მეტი საერთო გვაქვს ვიდრე მზეს მთვარე... სიცოცხლეს წყალი ამ ბურთზე და ბურთი ორბიტებს... არსებობაში უკითხავად შემოგეპარე ხელი ჩამკიდე და ვიაროთ სადაც მოგინდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი