ორფოლო


შენ გიყვარს ლექსით გიჟური გაჭრა
ბახუსის ხელით მორთმეულ რითმებს,
ჩვენს გონებაში ბევრი რამ დარჩათ
რისი დაწერაც არ ძალუძთ თითებს.

მაგრამ ერთია ორფოლოს მტვერი
ხომ გვიყლაპია ყლაპვა რომ ქვია,
არ არის ქვეყნად ჩვენი მძლე მტერი
ცოდვაა ჩვენსკენ ნასროლი ტყვიაც.

მეც მიყვარს ლექსით გიჟური გაჭრა
ტყვიაზე უფრო მწარეა სიტყვა,
რომ წამოვედი მანდ ძმები დამრჩა
დათვითეული თქვენგანი მიყვარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი