ერთი ტივით
ისე მენატრები სახედახლეჩილი წვერგაუპარსავი ლოთურ სურნელებით, იცი?როგორ მიყვარს ჩვენი წვრილი ჭიქით სუფრა ჩალექსილი სავსე სულელებით.. აბა ჭკვიანური ერთი წიგნიადა ერთი წუთიადა ერთი გადაწყვეტა, რისი ჰომეროსი რისი ილიადა ბიბლია დღეში ათჯერ არ გვაწყენდა. ახლა გაგუდული მთვრალი ვერ მოვედი ლოგინს შევესიე უხმალფაროდ ჩემი სახლკარია ჩემი მეგობრები ჩემი ცხოვრებაა უსახლკარო.. ნელა ისევ მოვა გათენება სადმე გაგიჟებით ლექსებს ვიტყვით მერე მტკივანი გამრთელდება მერე ზეცაც კი ამხედრდება და სადმე წავალთ ერთი ტივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი