მიყვარხარ ქუთაისო
თენდება...ისევ ნასვამობის სინდრომით ვახელ თვალებს,რომელიც ძლივსძლივობით მოვხუჭე გიშინ... ალკოჰოლური უტოპია,სტროფებში მამხელს, ასე მგონია ერთი თვის წინ აყვავდა ნუში. შემოცლილი მაქვს ძვლამდე დასვლით იმედი ყველა, ვარ ჩონჩხი,ქარში ვეჭიდები აბსურდულ ტოტებს, მზის შუქზე როგორც (იმედისთვის) მღვიმისებრ ბნელა, და ძვლებით ვუსმენ,მოთიმთიმე მომავლის ნოტებს. კვლავ მტკივა თავი,ალკოჰოლი გამოდის სისხლით, ნაცადი ხერხით,წვეთოვანით იისფერს ვისხამ'.. მიყვარხარ ჩემო ქუთაისო უმცირეს მისხლით და ყველაფერით...ვენაცვალე შენს გიჟურ სისხამს... მიყვარხარ შენი წითელ ხიდზე ყაყანით ხალხის, მსუქან მედუქნეს ჩარჩენია ხურდა შემთხვევით... თეთრ ალიონზე შუა ხაშში არაყის დასხმით, შენს წარსულს ვკოცნი და ბაგრატზე მიწას ვემთხვევი... მიყვარხარ ჩემო ქუთაისო,ვიძებნი ჩემს ძმებს როგორც მალამო დამეცემა ჭადრების ჩერო ფალიაშვილი უწერეთლოდ ბულვარში ვერ ძლებს, შებინდებისას ბალახვანში ატყდება ''რერო''.... შენი უბნებით,და ქუჩებით საღერღელს ვიშლი, ხარ ჩემი ტოლაც...მედუქნეს კი არ ესმის ასე, მარადიული არსებობის ცისფერი ნიშნით ხარ მოხატული...და გიჟებით მუდმივად სავსე... თენდება...ისევ ნასვამობის სინდრომით ვახელ თვალებს,რომლებიც დამეხუჭა შემთხვევით გუშინ... შენი სახელის ხსენებაზე სიყვარულს ვამხელ, და ჩემებურად მთვრალს და ფხიზელს მიყვარხარ გულში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი