ლოთები


პატარა ჭიქაში სევდისფერი არაყი ესხა, (ასე ეძახდა სათვალიანი კაცი), რომელიც ამავე ფერის ბოთლიდან ჩამოასხა უბნის თვალმა(ასე ეძახდა უსათვალოს სათვალიანი), პირველს ტყუილად არ ეკეთა სათვალე, არც მეორეს არ ეკეთა ტყუილად, ორივე თავისი მიზეზი ჰქონდა.
-სხვათა შორის გონების გახსნის რა მოგახსენო მაგრამ სათვალეს გადასარევად აპრიალებს ეს სითხე.
- ტვინსაც აპრიალებს, ჩაიცინა და ტვინის ზედაპირის ნაოჭების გასწორებით გამოწვეული ინტელექტუალური დეგრადაციისკენ მიმართული, ირონიული ღიმილი მიუბრუნა ხურდად.
ორივეს გაეცინა.
-რაზე ვლაპარაკობდით?
-მემგონი სხვადასხვა რამეზე, მაგრამ მაინც საინტერესოდ.
-ადამიანი უცნაური არსებაა, სხვადასხვა რამეზე ლაპარაკიც გამოსდის საზოგადოებრივი აზრის ქოლგიშ ქვეშ გაერთიანებით, რაც მთავარია: ეს ყველას მოსწონს.
-პოლიტიკა არ გვინდა.
-ეს არაა პოლიტიკა, ესაა ფილოსოფია, არისტოტელე, სენეკა, კანტი და ა.შ.
-არც ფილოსოფია არ გვინდა.
-აბა ლოთობა გვაქვს უკვე როგორც შემდგარი და დადასტურებული ფაქტი, როგორ იურიდიულ ასევე კლინიკურ დონეზე(ჩაეცინა მწარედ და უსადღეგრძელოდ დალეულ ჭიქას ღრმა ნაფაზი მიაყოლა)
-პოეზიაზე რას იტყვი?
-ვის პოეზიაზე?
-ჩვენსაზე ადამიანების პოეზიაზე , თან გაუღიმა უკვე არაირონიულად.
- მე მეგონა იმათ პოეზიას გულისხმობდი, ზემოთ მიმართული თითით და მიმიკით ანიშნა.
- ისინიც წერენ?
- შენ რა გგონია აბა მხოლოდ პლანეტებს და სიცოცხლეებს ქმნიან?
- მე არაფერი არ მგონია, ვიცი რომ სამყარო უსასრულოა და არაფერი ვიცით მის შესახებ.
- ბევრი გცოდნია.
- ყველას ჩვენი დიაპაზონი გვაქვს
- ისე მართალი ხარ სადღაც და რაღაც დოზით, აი მაგალითად:
თუ ჩვენს პლანეტარულს მოდელებს, შევადარებთ ჩვენი(და არამარტო ჩვენი)  შემადგენელი ატომების მოდელებს, მეცნიერების თქმით ისინი მსგავსია, ანუ პლანეტები ბრუნავენ ორბიტებზე მზის ირგვლივ, ნეიტრონები ბრუნავენ ორბიტალებზე ბირთვის ირგვლივ, ყველაფერს რაღაც უხილავი ძალა აიძულებს იმოძრაონ მკაცრად დადგენილი წესით და ტრაექტორიით, ყველაფერს უმცირესიდან უდიდესამდე. საქმე იმაშია რომ ვერც უდიდეს ვწვედბით გონებით და ვერც უმცირესს, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირე ნაწილაკებს აღმოაჩენენ ადამიანები და კიდევ უფრო მცირეებს ვარაუდობენ, ასეა კოსმოსშიც.
პრაქტიკულადა უსასრულობა არის ყველა მხარეს, ყველაფერში და ყველა დროში, რამდენ განზომილებიანიც არ უნდა იყოს სამყარო, მაინც უსასრულობაა, რაც არ უნდა რთული არქიტექტურის და მძლავრი პროცესორი გამოვიგონოთ მაინც ვერ დავწევით უსასრულობას, მარტივად რომ ვთქვათ უსასრულოდ რომ გავზარდოთ გამომთვლელი ტექნიკის  შესაძლებლობები, სამყაროს ამოუხსნელობაც პროპორციულად უსასრულოდ გაიზრდება.
უფრო მარტივი მაგალითით რიცხვებზე: ერთიდან ორამდე არის უსასრულობა, მეტიც უსასრულობაჯერ უსასრულობა, თუ ერთიანის შემდეგ დავწერთ მძიმეს და გადავაქცევთ ათწილადად, მძიმის შემდეგ შეგვიძლია დავწეროთ ერთიანი და ასე ვწეროთ უსასრულოდ ერთიანები, ამით ვერასოდეს მივალთ არათუ ორამდე არამედ 1.2 მდეც კი, ანუ შეგვიძლია ნულები ვწეროთ უსასრულოდ ერთის შემდეგ, ან ერთის და  კიდევ ერთის შემდეგ, და ა.შ უსარულოდ, მოკლედ რომ ვთქვათ და არ დავემსგავსოთ მათემატიკის მოსაწყენ გაკვეთილს ოროსანი მოსწავლისათვის, ერთიდან ორამდე უსურულოდ შეგვიძლია ციფრების წერა ისე რომ არასოდეს გახდება ორი, ამას მარადისობაც რომ დასჭირდეს.
მაგრამ ერთი პატარა დეტალი გამოგვრჩა ამ ფიქრში, ეს ყველაფერი საიდან ვიცით, ან არის თუ არა სანდო?
ამისთვის გვაქვს ტელესკოპი და მიკროსკოპი, ნუ მთლად ჩვენი საკუთარი არ გვაქვს(ძვირია), მაგრამ კაცობრიობას აქვს როგორც გამოგონება, თუ ვერ ვიყიდით შეგვიძლია ვიქირაოთ, ვინათხოვროთ, ბოლო ბოლო ვინმეს ძალიან ვთხოვოთ გაგვახედოს ამ ხელსაწყოებში, ნუ ერთში მაინც, ბოლობოლო ისე მაინც რომ დაგვანახოს, ვინმესთან თავს მაინც მოვიწონებთ რომ ნანახი გვაქვს !
ყველაფერი ეს იმდენა მარტივია, რამდენადაც რთული, იმდენად მცირე რამდენადაც  უდიდესი, იმდენად მყისიერი და მოკლე დროში რამდენადაც უსასრულო ან დაუსრულებელი.
ჩაკეტილი წრეა, უფრო სპირალიაო სხვები ამბობენ, მაგრამ ამით არფერი იცველბა სამყაროში, მიდის თუ დგას ეს ყველაფერი ისიც კი არ შეგვიძლია ვთქვათ დაზუსტებით.
-უსასრულობა შენ რამე სხვა ხოამ არ გეგონა, აქაა ხელის გულზე ერთიდან ორამდე შუალედშიც ეტევა, ამაშია შემოქმედის უნივერსალურობა, ამაშია მისი ყველაგან და ყველაფერში მყოფელობა.

ანუ რა გამოდის, მარადისობა რაღაც  დიდი და ვეებერთელა საგნების წარმოდგენა არაა, აქვე ცხვირწინ გვაქვს ყველაფერი.
მარადისობის და უსასრულობის საკითხი გადავწყვიტეთ მსჯელობის დონეზე ახლა საქმე მხოლოდ მასშტაბებშია. მაგრამ სამყარო პრაქტიკულად არსად არ მთავრდება, როგორც მეცნიერების მათემატიკური გამოთვლები აჩვენებენ, თუ არსად არ მთავრდება ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოდ რომ არსად არ იწყება, ხოდა ჩვენს ნაცნობ და საყვარელ განზომილებას; დროს, თუ ჩავამატებთ, არასოდეს რაც არ მთავრდება არც არასოდეს დაწყებულა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ არასოდეს არსებობს არაფერი, ან პირიქით ყველაფერი არსებობს, არასოდეს დაწყებულიდან არასოდეს დამთავრებულამდე შუალედში.(მაინც ჩარჩოები, ადამიანური ბუნება არ მიშვებს მეტზე).
 იყო არის და იქნება:  ეს კონცეფცია ღმერთისაა.
თეორიებს და ვარაუდებს ჰგავს, მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთს(შემოქმედს) ისეთი ფორმებით, როგორიც ჩვენ ვიცით, სხვადასვა რელიგიების და სექტების სახით, ვერ დაიტევს ვერცერთი, ვერ დაიტევს მის უნივერსალურობას,  მაგრამ რელიგიები მაინც არსებობენ, თუ არსებობენ რელიგიები, არსებობენ თეორიებიც, ღმერთის როგორც სამყაროს შემოქმედის, უფრო დიდ და კეთილ გათვლებზე ვიდრე ამას რომელიმე მოძღვრება ქადაგებს.
-ამით რას გაუმარჯოს?
-ჩვენ გაგვიმარჯოს არაფრიდან არაფრამდე და ყველგანმყოფში მყოფელს ამასთანავე.
ძველი სახლის, ახალ ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ვერსიაში, დაბზარულ მაგიდასთან ლაპარაკობდა ორი ლოთი(ასე ეძახდნენ ამრეზილი სახით, საღამოობით, სამსახურის შემდეგ ქუჩაში სალაყბოდ  გამოსული, სახლში ყუათიანად ნავახშმი ვაჭრები, რომლებიც გაცხოველებით საუბრობდნენ თითქმის ყოველ საღამოს იმის შესახებ თუ რატომ არ არემონტებდა ეს ლოთური დუეტი თავის ახალ დაუმთავრებელ სახლსა და ღობეს).
არაფერია ახალი მზის ქვეშ ან თავზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი