ლოცვა


ადამიანის ტვინი არის უნიკალური  ხელსაწყო(ინსტრუმენტი), რომელსაც შეუძლია იმუშაოს ყველაზე განსხვავებული ინფორმაციის ტიპთან, რომელსაც ქვია  ემოცია.
ყველაზე ღირებული და ყველაზე უსაზღვრო. ვერცერთი თანამედროვე ელექტრონული ხელსაწყო ან პროგრამული უზრუნველყოფა ახლოსაც ვერ მივა ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავებასთან.
მხოლოდ ადამიანს შეუძლია, მოიძიოს, შეინახოს, დაამუშაოს, გაატაროს თავისთავში და გადასცეს ემოცია, ყველაზე ღირებული, ძვირფასი და მრავალპროფილიანი, ინფორმაციის ტიპი ამ სამყაროში, რაც ჩვენთვისაა ცნობილი.
       მოსაცდელში შესვლისას, კაცის თვალს პირველი რაც შეიძლება მოხვედროდა ეს იყო,მოქმედი, ლატენტური და ყოფილი მსუბუქი ქალები, რომლეთა საჩვენებელი სისპეტაკე იმდენად ამაზრზენია მათთვის ვინც ამ ქალებზე ინფორმაციას ფლობს, რამდენადაც სამაგალითო სათნოებისა და სიკეთის განსახიერება მათთვის, ვინც ამ ხალხზე არაფერი არ იცის, ისე იყვნენ შერეული წესიერი ქალების დარდისგან დამძიმებულ ჰაბიტუსებს, რომ რამის გაფიქრებასაც კი გაუხერხულებინებდნენ...
შემდეგ მოდიოდა, სხვადასხვა სახის, გამოცდილებისა და პრეპარატზე დამოკიდებულების, სტაჟისა და ამტანიანობის ნარკომანები, რომელთაც არაფერი ემოციური კავშირი არა ჰქონდათ ამბავთან რაც იქ იმ კედლებში ხდებოდა. 

-მეტსაც ვიტყვი: არც ინტელექტუალური კავშირი და რეალობის ლოგიკური განცდა ჰქონდათ, რომ მათთვის სპეციალურ სამეტყველო დამახინჯებულ ენაზე ახსნილიდან გამოეტანათ აზრი.
ქურდები, მძარცველები, მუშები, მზარეულები,მძღოლები...სხვადასხვა პროფესიის და ცხოვრებისეული მისწრაფების ხალხი, ყველა ერთი კონკრეტული მიზეზით იყო შეკრებელი, თავად მიზეზი კი გულმკერდგაფატრული იდო ცივი, უჟანგავი ფოლადის ზედაპრზე, სისხლში მცურავი, ასევე უჟანგავი ლითონის ნივთებით სავსე სხეულით, იდო და იბრძოდა იმისთვის რასაც სიცოცხლეს ვეძახით, მაგრამ იბრძოდა არა შეგნებით, რომელიც ახლა სულ სხვა განზომილებებში, სულ სხვა უცნობ ემოციებს ამუშავებდა, არამედ ბედისწერით რომელმაც საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოახვედრა, მსოფლიოს ერთ ერთ უძლიერეს კლინიკაში,
ბედისწერით თუ იმ ღმერთის ნებით, რომელიც ჯვარზე გავაკარით ასევე სისხლით სავსე და ლითონებით(სხვათაშორის არაუჟანგავი) სხეულში, იმ ღმერთის რომელსაც ასე გამუდმებით შესთხოვდა შველას თუ პაციენტის გადარჩენას, ახალგაზრდა მღვდელი, მინის გამჭირვალე გამყოფი კედლის მეორე მხრიდან, სადაც პირველ მხარეს კეთილი ექიმები ებრძოდნენ ჰიპოკრატეს სახელით, ბოროტებას რომელსაც სიკვდილი ჰქვია.
ლოცულობდა ყველა, მხოლოდ გამორჩეულ თვალს შეეძლოე ამოეცნო ზოგიერთში, ხალხის დასანახად მლოცველის პოზაში თავმოსაწყელბული, პრიმიტიული შინაარსის გამორჩენისთვის მდგომი(ზოგი ლოცვისგან გადაღლილი მჯდომი), ვალით ნაყიდი ძვირი ჭინჭით შემოსილი გვამი.
ვინც ლოცულობდა ისინი, მხურვალედ მთელი ემოციური არსებით ავედრებდნენ უფალს ავადმყოფის ჯანმრთელობას, რომლის ერთადერთი გადარჩენის გზა, სხვა ადამიანის სიკვდილი იყო.
მას გული სჭირდებოდა, ცოცხალი გული, რადგნა მისი გული უკვე მკვდარი იყო,
სადღაც სხვაგან, ვიღაც არ უნდა დაბრუნებულიყო ცოცხალი სახლში, რომ ამას ეცოცხლა,
ვიღაცის ოჯახის წევრების შინ მშვიდობით დაბრუნების ლოცვაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდა მღვდელის ლოცვა, რომელსაც უკვე გვერდით მეამინე უდგა.

ან სადმე სხვაგან, სხვა ავადმყოფის სიცოცხლეს ავედრებდა სხვა მღვდელი, სხვა ენაზე იგივე ღმერთს, რომელიც ჟანგიანი რკინებით მივაჭედეთ, რადგან მეტი არ ვიცოდით, ბოროტებით თვალახვეულებმა. ახლაც არ ვიცით,ახლა რომ მოსულიყო ალბათ  ტყვიებით ამოვავსებდით, ან დენის სკამით, ან რამე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური რამით გავწირავდით სასიკვდილოდ.

არავინ იცოდა ვისი ლოცვა უფრო ძლიერი იქნებოდა.
ერთი ცხადი იყო, ერთის სიცოცხლის გადარჩენის სურვილი, ავტომატურად ნიშნავდა მეორის სიკვდილის სურვილს !
ლოცვა რომელიც ერთი გონებიდან გამოდიოდა ერთი კეთილი მიმართულებით, თავისთავშივე იყო წყევლა და სიკვდილის სურვილიც სხვა მიმართულებით.
ფაქტი ასეთი იყო, აბსოლუტურ სიმარტივემდე დაყვანილი:
ერთის გადარჩენა პირდაპირ ნიშნავდა მეორის სიკვდილს !
ომიც კი არ აყენებს ასეთი სიმკაცრით ულტიმატუმს.
ჯვარცმულის ხელში იყო ორივე ლოცვა, ორივე სუპერპოზიაციაში მყოფი ინფორმაცია, რომელსაც ემოცია ქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი