მთავარი კითხვა


აფეთქებული ვარსკვლავების დალაგებული სისტემა ვართ ჩვენ, ასე ამბობს ბევრი მეცნიერი.
ადვილია ვარსკვალვებს შეაწმინდო ხელიც ნამუსიც და რელიგიაც, პრინციპში არც რელიაგიას აქვს ბევრი სალაპარაკო, მითუმეტეს დღევანდელობის ფონზე, როცა მისი მქადაგებელნიც კი არ იცავენ, საქადაგებლი მცნებების ფუნდამენტურ წესებს. ეგ კი არადა ხალხი კრიმინალს უჩუვის, ქუჩის წესებიც კი შეიცვალა რა დრო მოვიდაო. მაგრამ ახლა ამაზე სალაპარაკოდ არც მცალია და არ სურვილი მაქვს რომ ვილაპარაკო. ისევ ვარსკვლავებს მინდა მივუბრუნდეთ.
რაღაც აფეთქდა და ამ აფეთქებამ შექმნა უზუსტესი გათვლებით დალაგებული, არა მხოლოდ ჩვენი მზის სისტემა, არამედ კიდევ სხვა უფრო დიდი და რთული სისტემები, ძნელი დასაჯერებელია, როგორც თიხით მოზელილი კაცის გაცოცხლება(ესეც ადვილი სათქმელია).
რა არის აზროვნება? - ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, ანალიზის, დახარისხების, შენახვის და გადაცემის უნარი, ერთის მხრივ უნარია, მაგრამ მეორეს მხრივ ინფორმაცია განაპირობებს ყველაფერს, ისაა მიზეზი და განმაპირობებელი ყველაფრისა რაც სამყაროში ხდება, ამ სუბსტანციის გარეშე უნარსაც კი არ ექნებოდა ლოგიკურად აზრი, რომ ეარსება.
ინფორმაციაა დედამიწის მასაც და მზის გრავიტაციის ძალაც, თუ არ შეაგროვებდნენ ამ ინფორმაციას, არ გამოთვლიდნენ(დამუშავება) რა ძალით და რა მანძილიდან უნდა ემოქმედა მზეს ისე არაფერი გამოვიდოდა.
მოკლედ ყველაფერში ამაში აზროვნებაა ჩართული ეს ცალსახაა და ზღაპრების არანაირი ფორმით შემოყვანა არაა საჭირო ამის ასახსნელად.
სამყარო, რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით, არის ძალინ მაღალ რეგისტრიანი და ძალიან ფართო მოცულობითი აზროვნების ნაწილი, ნაწილი იმიტომ, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს რა ხდება კოსმოსში, ეგ კი არა ჩვენი პლანეტაც არ შეგვისწავლია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სხეულიც კი ვერ გამოვიკვლიეთ ჩვენი საკუთარი, თიხისგან მოზელილი.
რადგან ცალსახად ფაქტებით ან ზღაპრებით, ხისტად და ისე ვმსჯელობთ, როგორც გვინდა და გვაწყობს, ან მთელ სახეობას ან კონკრეტულ ჯგუფს.
 სამყარო შექმნა აზროვნებამ, მაგრამ ვინ აზროვნებდა?
როდის აზროვნებდა, როგორ აზროვნებდა, რა ფორმაში არსებობდა ან არსებობს?
აქ უკვე მთავარი კითხვები დასმულია. ჩვენი ცხოვრებაც ასეა, თუ არ დასვამ მთავრ კითხვას, პრობლემა არ გადაწყდება, პასუხი არ მოიძებნება.
ვინ აზროვნებდა და აზროვნებს იმ მასშტაბებში, რომ შეეძლო სამყარო შეექმნა და მერე ამ ერთ პლანეტაზე სიცოცხლის ამდენი ფორმა დაენერგა.
აი ვინ გვჭირდება ჩვენ, სხვა ყველა დანარჩენი კითხვა და სამყაროს კვლევის ყველა მცდელობა უშედეგო იქნება იმასთან მიმართებაში, რასაც ქვია შეცნობა და საკუთარი არსებობის აზრის პოვნა, აზრის ან მიზეზის.
ყველაზე კარგი გამოსავალი ზარმაცმა ადამიანმა იპოვა, ძალიან ადრე, მზის ღმერთი, წვიმის ღმერთი, იმის ღმერთი, ამის ღმერთი... მერე ბერძნული და რომაული ცივილიზაციის მითოლოგიური ღმერთები, რომლებიც ხან მოკვდავები იყვნენ ხან უკვდავები, ნუ როგორც  სიზარმაცეს აწყობდა და უხდებოდა.
არ გამოვიდა რამე საქმე? დააბრალე ღმერთს, მაგის მეტი რა გყავს?
ახლა კიდევ უფრო ჩავშალოთ აზროვნება: ამ პლანეტაზე ყველა სიცოცხლის ფორმა აზროვნებს რაღაც ასპექტში, მცენარეც, ცხოველიც, სოკოც, ბაქტერიაც, ვირუსიც და კიდევ თუ რამე არსებობს და ჩვენ არ ვიცით ისიც იაზროვნებს, რადგან თუ რამე ამდენი ხანი ვერ ვიპოვეთ, მას უკეთესი აზროვნება აქვს, რადგან ახერხებს რომ ვერ მივაგნოთ.
სხვას რო  თავი დავანებოთ, ბაქტერიები და ვირუსები იგონებენ თავიანთ ახალ ფორმას რომ გადარჩნენ, ამას ჩვენ ვეძახით მუტაციას და სხვადასხვა მეცნიერულ ტერმინს, მაგრამ თუ არ იქნება აზროვნება ვერ შეიცვლება ვერაფერი, მითუმეტეს სიცოცხლის ფორმა, უფრო  მითუმეტეს გენეტიკურ დონეზე.
ან არის ერთი ვარიანტი, ის მთავარი მოაზროვნე აზროვნებს ყველას მაგივარად და ის აკეთებს ამას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენს მაგივარადაც ის აზროვნებს, ეს ადამიანებს არ გვაწყობს, რადგან ჩვენ პლანეტაზე, აზროვნების ყველაზე მაღალი რგოლი ვართ, ნუ ასე გვქონია ჩვენ !
კიდევ ამბიციები: ყველაფერი ჩვენ ვმართოთ, ვაკონტროლოთ, დავიმონოთ.
ღმერთი თუ სიკეთეა და ჩვენ თუ მისი სახე ვართ, რაღაც მთლად სწორად არაა ამ მოცემულობაში, ან იქ ან აქ, ან კოდის წერისას არის შეცდომა დაშვებული, ან გადმოცემისას ან პირდაპირ ტესტირების დროს დაავირუსეს ოპერაციული სისტემა სხვა მოაზროვნეებმა და ხარვეზები შეიტანეს კოდში.მოკლედ რა არ უნდა იყოს მაინც მთავარი მოაზროვნის დიაპაზონშია მოქცეული ყველაფერი, დრო არ არსებობს მათთვის, აუცილებლად ჩაასწორებს კოდს, შეიძლება ხვალ, შეიძლება მილიონი წლის მერე, რა აზრი აქვს, როცა დრო არაა.
ჩვენ ვრჩებით სახეობად და ვიარსებებთ, ინდივიდებს უკვე აზრი არა აქვს.
რამდენადაც განსხვავებულია ყველა თითის ანაბეჭდი, დნმ, ან ნებისმიერი ნიშანი, იმდენადვე ერთნაირია ყველა ინდივიდი, ზედა ან ქვედა პოლუსზე, აფრიკაში ან ამერიკაში, ევროპაში ან ავსტრალიაში.
უფრო თვალსაჩინოდ რომ გადავაქციოთ ეს ყველაფერი: -ჩვენ, ცხოველებს განვიხალავთ სახეობებად და არავის აინტერესებს მაგალითად დათვის ან ლომის რომელიმე კონკრეტული ინდივიდის მიღწევა, ეს არაფერს ცვლის სახეობაში, ისინი ისევ ისეთივე ცხოვრების წესით იცხოვრებენ, იმასვე შეჭამენ რას ჭამდნენ ათასი ან მილიონი თაობით უკან.
ქათმებს რომ ვზრდით ეზოში, არავის აინტერესებს ინდივიდები, მთავარია სახეობა, ყურადღება მისაქცევი საკითხია ეს. ჩვენ როგორ ვფიქრობთ კი არა, ის როგორ ფიქრობს ისაა მთავარი. იმის ფიქრის მიხვედრა და გაგებაა მთავარი საქმე, დანარჩენს აზრი არაფერს აქვს, არც ქონებას, არც სტატუსებს, არც მიღწევებს, არაფერს!
ცივილიზაცია? აქაც მისი გონება ურევია, როცა მას მოუნდა მაშინ დავინახეთ, მაშინ აღმოვაჩინეთ, ათეულობით საუკუნე ქვებით და მშვილდისრით ვირბინეთ, მერე უცებ ერთ საუკუნეში შევცვალეთ ყველაფერი, დენი, ატომი გავხლიჩეთ, მერე შევაერთეთ, გენებში ჩავიხედეთ, მოლეკულები, უჯრედები, ბირთვები, გალაქტიკები, ორბიტები...და რა გავიგეთ, როგორ წავედით წინ, როგორ გავუმჯობესდით, ისევ ისე ვკლავთ, ისევ ისე ვმტრობთ, ისე ისე გვიყვარს, ისევ ისე ვჭამთ, ისევ ისე და ა.შ.
ტანსაცმელის გამოცვლას ჰგავს ეს ყველაფერი, არაფერი იცვლება !
ამ ფიქრის კასკადში, ბევრი ცენტრალური და მთავრო კითხვიდან შეიძლება ყველაზე
მთავარი და ერთადერთი კითხვა დავტოვოთ, რომელზე პასუხითაც ყველა მომდევნო მნიშვნელოვან კითხვას გაეცემა პასუხი, ამის მერე ყველაფერი გახდება ნათელი, ყველა წვრილმან ან ფუნდამენტურს პრობლემას აეხდება ფარდა, აზრი მიეცემა ყველაფერს, სამყაროს კვლევითი მეცნიერებებით დაწყებული, ადამიანის აზროვნებისა და სულიერების კვლევითი მეცნიერებებით  დამთავრებული.
ეს კითხვაა: რატომ შეგვქმნეს ჩვენ?! (ჩვენ ყველა სისცოცხლის ფორმა).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი