სამყარო... მერე...
სამყარო... მერე სამყარო ისევ, ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით, შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით. არ არის არსად კიდე, არც ზღვარი და დედამიწა თურმე მრგვალია, ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია. სიშორეს ასე რატომ უფრთხიან, თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის... სიშორემდე ხომ ერთი წუთია, სიახლოვემდე — დიდი მანძილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი