მთვარის რიტმი
მთვარე ანათებს - თეთრი ნაჭერი, მოდით დაჭერით ყვითელი დანით... მოაქვთ ჯალათებს უძლური ტანი, და სულს კაფავენ ყვითელი დანით. ფანჯრის რაფაზე ყვავილი ქოთნით, ქუჩას აბრაზებს ბებერი ლოთი, ჩანს სილუეტი და სიუჟეტი, გვინდოდა მეტი, რატომღაც მეტი... მალე დაჭერით, მოწმინდეთ სისხლი თეთრი ნაჭერით ფიქრები შენზე, ო, როგორ მძულდი უცნაურ გემზე ვიყავი ქურდი, სიჩუმის ქურდი ვპარავდი აკორდს, ვიყავი მარტო, უაზროდ მარტო და მაინც მარტო... მალე დაჭერით მთვარე მაგონებს ღამის ვაგონებს და ფიქრებს შენზე, უცნაურ გემზე, ო, როგორ მძულდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი