დემონების სიკვდილის გამომწვევი ინსტიქტები რატომ არ უნდა არსებობდეს ადამიანი
დემონი ეს არის სისხლსავსეობა. ადამიანი კი ნაკლული სისხლი. დემონი ეს არის მგლის ელვარება მთვარიან ღამეში და მზის დუღილი ზამთრის აკლდამებში. ადამიანი კი ლაქიის მარადიული მდგომარეობა. პირველი რაც დემონს ადამიანად დაცემის დროს ახასიათებს ეს არის სუიციდისკენ მიდრეკილების არაპროგნოზირებადობა. ისინი ვერ ზომავენ სად გადის ზღვარი მათი ცნობიერების სიკვდილსა და სიცოხლეს შორის, რადგან ადამიანურ მაიაში გახვეულები ემორჩილებიან ინსტიქტურ დონეზე სიკვდილის ვიბრაციას ქვეცნობიერში. მიდრეკილება დაემორჩილოს ნებისმიერ სუიციდურ მიდრეკილებას იქნება ეს ადეკვატური თუ არა არის პირველი ნიშანი. გადაჭარბებული ნაღველი, სუსტი გული და გადაჭარბებული ცრემლიანობა. სინდისის მასობრივ აღქმაში გაზომვა და მოქმედება ისე როგორც მოქმედებს ყველა ეს არის უპირველესი ნიშანი მოახლოებული ცნობიერების ჩაბნელებისა რამაც შესაძლებელი სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს. ერთმანეთის მიჯაჭვული ბრბო აზროვნებს ერთმანეთიდან გამომდინარე და ივიწყებს საკუთარ ეგოიზმს, პიროვნებას, მიზანსა და აზროვნების ელასტიურობას, რადგან ყველა აზროვნებს ისე როგორც გამომდინარეობს აბსურდული ნორმებისგან, რომელიც დაწესებულია სიკვდილის მახეში, რათა შეძლონ ჯოგური ცხოვრება. სამართლიანობისა და თანადგომის ტყავში დამალული შიშისგან გამოწვეული ინსტიქტები, რომლებიც გაურბიან ცოცხალ ცხოველურ იმპულსებს, ნამდვილ მარტოობას, საკუთარ თავში არსებულ სიცბიერეს და მას მანკიერებად აღიქვამენ, როდესაც მანკიერება არის სიცბიერის გარეშე არსებობა, რადგან ცბიერება გონების ელასტიურობის, გამჭრიახობის აპრიორი დამადასტურებელი და გადამწყვეტი კომპონენტი დროის მდინარეში დემონმა დემონზე გაიმარჯვოს. აზარტულობის ნაკლებობა, გამარჯვების წყურვილის მასობრივი და არა ინდივიდუალური აღქმა და კოლექტიური ცნობიერებით განსაზღვრა სიამოვნებისა და აზარტის. ცნობიერება ადამიანში პლასტიკურობას მოკლებულია და გადასულია თითქმის შესაბრალის დაწვრილმანებულ მართვად მოვლენებისადმი უაზრო მიჯაჭვულობასა და სიყვარულზე. მიდრეკილია განადიდოს და თაყვანისცეს უნიჭობას და ხოტბა ასხას ყველაფერს, რაც აჩვეულებრივებს და ფიტავს სულს. შემოქმედებითი რეალურობისკენ დაცილება და შემოქმედებითი გაჩვეულებრივება ეს ადამიანური სიკვდილია და თუ ის სარეველასავით მოედო მსოფლიო აპრიორი იმის მანიშნებელია რომ სიკვდილი ახლოს არის. ერთმანეთის მხარში დგომის მოტივაციით შეუგნებელი ფიზიკური თუ გონებრივი ენერგიის დაკარგვა და განუსაზღვრელობა იმის რა დროს არის გაცემა სულისთვის სასარგებლო და რა დროს საზიანო, რაც ბადებს ერთმანეთზე უაზრო მიჯაჭვულობას და ურთიერთობას ინდივიდუალებს შორის, რომელიც გაუცნობიერებელი და ორმხირვად თვითგამანადგურებელია. მონობისა და მორჩილების ქვეცნობიერი მოთხოვნილება და რადგან ეს ყველაზე ნაკლებად ცნობიერი ინსტიქტია ცნობიერში ავტომატურად ბადებს არადეკვატურ წინააღმდეგობათა მთელ რიგ პლასტიკურ ჯაჭვს, რაც გამიდან გამომდინარე ლოგიკურია, მაგრამ საერთო ჯამში უაზრო, რადგან აქ სული კარგავს იმის განსაზღვრის უნარს რა არის რეალურად დამოუკიდებლობა, წინააღმდეგობა, პროტესტი, ამბოხება და დაუმორჩილეობლობა, რადგან უზიანდება შეგნების მაშტაბი, რაც ინტელექტის მატების მთავარი მამოძრავებელი ცენტრია. ადამიანები ასევე გამოირჩევიან მკვეთრად მაიმუნური ინსტიქტით, რაც გამოიხატება ძალადობაში, რომელსაც არაფერი მოაქვს და არის უშედეგო. ეს არის დაბრუნება ნულთან. სარგებლის მიღების გარეშე ბრძოლაში ჩართვა მეორე სქესის თავმოწონების მიზნით. სქესთან მიჯაჭვულობა რაც ტოვებს აბსურდში და გამოიხატება სექსის ცხოველურ მოთხოვნილებაზე დემონური გრძნობების გარეშე. მიდრეკილებები სექსზე, პატრიოტიზმზე, რელიგიაზე და ა.შ. ყველაფერი რაზეც წარმოდგენა არ აქვს და მისდევს თავსმოხვეული სოციალური გარემოს შედეგად. უმთავრესი ინსტიქტი სწორედ არის არა პერსონალური აზროვნება არამედ მასობრივი. პერსონალური აზროვნების დაბადებით ყველაში დამოუკიდებლად გაჩნდება დროსთან ერთად ბალანსირებადი და მუდმივად ცვალებადი მასობრივი აზროვნებაც, რომელიც თანდათანობით დუღილის პროცესში ამპლიტუდას აწევს. სხვანაირად სიკვდილი შეჭამს ყველაფერს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი