სიცოცხლე
სიცოცხლე სიცოცხლის სურვილი ნებისმიერ ცხოვრებაში სიკვდილის არარსებობის მიუხედავად სრულებით გადამწყვეტი და ბუნებრივი გრძნობაა. პირიქით რაც უფრო ცხოველურია სიცოცხლის სურვილი მით მეტია ბუნებრივი რეზულტატი სიცოცხლეში სულის. რა თქმა უნდა ომი ყოველთვისაა და ესეც ისეთივე ბუნებრივია როგორც სიცოცხლის სურვილი, მაგრამ არასდროს არ უნდა ენდო დროს და კბილებით დაიცვა საკუთარი სიცოცხლე, რადგან სინამდვილეში პერსონის ბედს არა კარმა, არა განგება და მსგავსი შეთითხნილი აბსურდები არამედ პერსონა თავად წყვეტს. შესაძლებელია სიკვდილის შემდეგ გაცილებით დიდი ცხოვრება გელოდეს წინ ვიდრე სიცოცხლეში და ყოველთვის უნდა გახსოვდეს ეს და თან ამავდროულად მიილტვოდე ამისკენ, მაგრამ არ უნდა დაივიწყო რომ შენი ეს სიცოცხლეც ერთადერთია და ის აღარ განემორდება და სიკვდილთან ერთად უბრალოდ შეწყდება რაც არ უნდა ბევრი ალტერნატივა შექმნა მისი და ვირტუალურ რეალობაში განიცადო ის ის რეალურად წყდება მაშინ როდესაც კვდები და იწყება ახალი ან არ იწყება, ამიტომ აუცილებელია გახსოვდეს სანუკვარი სიცოცხლის არსებობისა სიკვდილის შემდეგ და თან მიილტვოდე ამისკენ მთელი არსებით ისევე როგორც ამ სიცოცხლეში შენი ერთადერთი შესაძლებლობაა შენი დრო მაქსიმალურად აითვისო, შეისრუტო და მიიღო მისგან მაქსიმუმი შენი შესაძლებლობებიდან და სურვილებიდან გამომდინარე. იცხოვრე მაქსიმუმისთვის ეს არის ცხოვრების კანონი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი