ქანაანი


ქანაანის 
აღთქმული მიწა
   რძისა და თაფლის ქვეყანა
           ქვიშიანი გრიგალი
                       სიტკბო სითეთრეში
     ყველაფერი რაც არის დაფარული გამომჟღავნდება
         იესო ქრისტე
             ახ. წ 16 წელი
                         ცხელი ალის სიზმარი ახდენილია
                               ყველა და ყველაფერი ვიცი
        ქანაანი არის მხარე რომელშიც არის მუდმივი რეალობა. მას ილუზიისგან ყოფს სიჩუმე. ანტიმატერიული გრავიტაცია, რომელშიც ვერანაირი ექო ვერ აღწევს ქმნის მატერიას, რომელიც წარმოშობს სიჩუმეს. სიჩუმე სიჩუმეში არის ჯოჯოხეთი, HeLL, inferno. დარბაზი, სიამოვნების გამა. ჯოჯოხეთი გამოყოფილია თვით ქანანშიც და იქ ხვდებიან მხოლოდ სატანის გავლით. ქანანის მეორე სახელწოდება არის პორტო-ფრანკო, რაც ნიშნავს დანაშაულის ოკეანეს. სამყარო მარადიულად იზრდება. ის აპერიონულ მათემატიკაზეა დაფუძნებული და არ აქვს საზღვარი. ეს არის სულთა ნამდვილი სამყოფელი, სადაც მკვდრები მიდიან და ცოცხლდებიან. ანატომიური აგებულება, აზროვნება და აზრობრივი არქიტექტურა მაშინ გაიხსნება ბოლომდე როდესაც მთელი სამყარო იქცევა რეალურად. ადამიანის ტვინის სტრუქტურით დღეს შეუძლებელია მთლიანობის დანახვა რაც იქ ხდება. ცხადია არც ადამიანური ანატომია და სხეული არ იკარგება დროში. დროის ნებისმიერ განზომილებაში მიღებული გამოცდილება და ცხოვრება ისახება ცენტრალურ სხეულში და მეტამორფოზირების სახით შესაძლებელია უკანდაბრუნება თვით აწმყო დროშიც ნებისმიერ მათმემატიკურ სისტემაში. 
      სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებული დრო
          ეს არის განზომილება, რომელიც ყოფნა არყოფნის ზღვარზე მერყეობს. იგი შესაძლებელია სრულებით გამოჩნდეს ან დაიმალოს კოსმოსისგან. იქ მიდიან სულები, რომლებიც ნებით გადიან ან ძევდებიან ქანაანიდან და აქვთ შესაძლებლობა აღიდგინონ პოტენციალი და დაბრუნდნენ უკან ან ნებით ჩამოვიდნენ ილუზიაში იგივე მიზნით. ამ მხარეს ეწოდება ნაწილობრივი მაია.
    კოსმოსი მთლიანად არის ილუზია. მაია. მართვადი განზომილება, სადაც ყველგან არსებობს სიკვდილი სხვადასხვა დოზით და სადაც ვიბრაცია მუდმივად იწევს ზოგადში, მაგრამ ინდივიდმა ალქიმირებით შესაძლებელია შეძლოს სიკვდილის სიცოცხლედ გარდაქმნა.
     დედამიწა არის პლანეტა სადაც სიკვდილის ვიბრაცია არის უმაღლეს წერტილში.
      სიცოცხლე რომ გახდეს მარადიული და დამარცხდეს სიკვდილი უნდა მოხდეს მისი განადგურება იქ სადაც არის მისი ვიბრირებადი ცენტრი.
     მაიას ზევით
       ილუზიის მიღმა არის ქანაანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი