ლორდი გრიფიტის პორტრეტი
ხარ უდიდესი სურვილის მეფე ვერავინ უძლებს შენს მზიურ სიცილს შენს უბოროტეს და ველურ ვნებებს თან გამარჯვება სდევს და ეს იცი. და შენი ტახტი, მზიური ტახტი გასაოცარი და მიმზიდველი შენი მზიური, უკვდავი ტახტი და ცეცხლი ბნელი, ბნელი და მწველი. შენი გონება არს შენი ხმალი გამარჯვებაზე ოცნებობ მუდამ დაუსრულები შენ ხარ სიზმარი რომელსაც მარად დიდება უნდა. და შენი ხმალიც არის უძლევი სიცოცხლის ღმერთო, სიკვდილო სხვისთვის ხარ ბოროტება გარდაუცვლელი არსებობ მხოლოდ შენივე მზსითვის. შენ შევარდენის სწრაფი შეტევით ცხოვრებას მისდევ როგორც ბატონი და ბეჰელიტი გკიდია მკერდზე მრავალ ოცნების ქარით ნათოვლი. ამ სამყაროს მოღალატე პრინცო ბეჰელიტი გიბრუნდება მარად რათა შენი საკუთარი თავი იცნო ვის წინაშეც ყველა გიღირს არად. შემდეგ ხდები უძლეველი მეფე და შავი მზე გიელავრებს თვალებს შენ განიცდი გასაოცარ ვნებებს გამარჯვების და დიდების ქარებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი