შავი სიზმარი Nightmary


თავში წითელი ქარი
მაღლა ყვითელი მთვარე
მიდის მდინარე წყნარი
წყვდიადი ვერაფერს არევს

გრძელდება საშოში სროლა
ირღვევა სიმძიმის ცენტრი
შემდეგ კბენა და სრბოლა
ცოცხლდება ნაცნობი ღმერთი

ლორდი გრიფიტის სროლა
გაქცევა, იძინე ბიჭო
და აღარ გინდა გლოვა
იქნებ დამშვიდდე ვინძლო

და ისევ ენიაგრამა
ღამეში დაწნული გველი
ისევ დარეკა ზარმა
გატანილია მძღნერი

კვლავ აღდგა ნაცნობი შარმა
მეგალომანიის ვნება
და უცებ გადაწვა ალმა
ქაჯების უაზრო ნძრევა

გიზგიზი, გიზგიზი, ხოში
მოშიში ალების სარმა
და ისევ დარეკა ბოშამ
და ისევ დარეკა ზარმა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი