და ნესტიანი ქარბუქის ბოლოს
თოვლში დნებოდა ვარდი წითელი საკანში მქონდა პური და ღვინო და დაფრინავდნენ გარეთ ჩიტები მეუბნებოდნენ არ დაიძინო! მე მაინც ვტეხდი მიცემულ აღთქმას მეძინებოდა საკანში ნებით ამას მოსდევდა ჩემივე განთქმა ჯვარცმა, წამება, ნასროლი ქვები მძულდა ჩიტებიც რომ მიმღეროდნენ ქვეყანაც მძულდა და ვღრიალებდი სიზმრებს სცხვენოდა ჩემი ღრიალის ტკივილებს მარად რომ მიამებდნენ და ერთხელ სარკმელს ჩემი კივილით გადაემტვრია ყოველი რკინა და სანამ ვარდი გამქრალა თოვლში ვივლი ქარბუქთან, ოდესღაც მივალ. და ნესტიანი ქარბუქის ბოლოს ვიპოვე ვარდი მშვენების სული უკიდურესი გაფრენის ტოლი არს უკვდავება და გაზაფხული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი