მთვარეულივით არხევდა ფარდას
მთვარეულივით არხევდა ფარდას ჭრიდა სივრცეს და ყინულის ზოდებს წარსულში მარად ცხოვრობდა ქართან ახლა კი მთაზეც აიტანს ლოდებს ჩამოწვა ჯანღი, ნისლი და ბნელა ჩამოწვეთილი სანთელის ალში ღრუბლებში ისევ იმედი ელავს და ავადმყოფურ ნაღველსაც ავსებს ამ ორ კუპლეტში არის ქაოსი დაცინავაც არის, არსთა ხელობა მშვენიერია მაგრამ ჭაობში კბილებს ილესავს ეს თვითმკვლელობა და როგორც კაცი რომელიც ნაცარს საკუთარ სახედ ვეღარ იწამებს უნდა კბილების მოვასწრო დაცლა რაც სამუდამოდ მტოვებს მიწაზე. და ერთხელმ მხეცმა კბილი ალესა გადააწითლა მთელი ქვეყანა და ერთხელ მხეცმა დანა ალესა და სისხლი ტყეში გადმოეღვარა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი