სირინოზები


სკივრი ამოდის ღრმა უფსკრულიდან
მზის მწველი სხივი დასდის ჩრდილებად
ამ სკივრში არის ღრმა მწუხარება
და მწუხარებით სავსე დიდება

ვუცქერ ზღაპრულ სკივრს მღვრიე თვალებით
მასშიც გადგმულა ხეთა ფესვები
მას მე ვერაფრით მივეკარები
ისევ უფსკრულში გარდავეშვები

თითქოს ყოველი იმედი გაჰქრა
მაგრამ უეცრად შორი მთებიდან
მოისმა მძლავრი ხმა სირინოზთა
და წამოვდექი სარეცელიდან

მე გავიღვიძე და ვარ ავსილი
ჩემი თვალებიც არ არის მღვრიე
და ტკბილად ვუმღერ უცხო სირინოზთ
ფესვთა ბორკილნი რომ დაამტვრიეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი