დემონი


ვერავის ეტყვი სიჩუმის შემდეგ
რა ძნელი ყოფილა დილა
შენ გესიმზრება ომი და ღმერთი
როდესაც ლოდთან გატანჯულს გძინავს

და ასე კიბეს ზევით მიაპობ
ანგელოსები გარტყია ირგვლივ
შენ გეძახიან დემონ იაკობს
და დემონური გაწუხებს ფიქრიც

თუმცა იღვიძებ და თან მიგყვება
ბეჭის ტკივილის მძიმე დაღალვა
ხვდები იყავი გუშინ ღამ მაგრამ
ახლა გტკივა და ისევ აღარ ხარ

და ასე კიბეს ზევით მიაპობ
ანგელოსები გარტყია ირგვლივ
შენ გეძახიან დემონ იაკობს
და დემონური გაწუხებს ფიქრიც

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი