ალტერ ეგო


შავი მხედარი მღვიმეში შედის
ეს დღე იშლება დროთა ხსოვნიდან
მხედარს ახსოვდა თავისი ბედი
ქარი რომელიც ღამე მოვიდა

მხედარმა მიწას დახედა რადგან
შიგ დაფრინავდა უგრძობი ქორი
და ქორის თვალში გამოჩნდა ნათლად
რომ სამარემდე არ არის შორი

ო, რა უეცრად ჩადგა გრიგალი
არავინ იცის ამ დღემდე რატომ
თავად გარაკვევს ამას მხედარი
როდესაც მრუმე სამარეს დატოვს

და აბრიალებს ქორი ავ თვალებს
ვინაც მხედარი შიგ მოამწყვდია
იქ კი მხედარმა დალია შხამი
აღარ იქნება არასდროს დილა

ხელში კი ხმალი უელავს ისევ
ბაღში მუსიკის გაისმის ხმანი
მას ვამპირები აძლევენ იმედს
ველები, ტბები, ჭალები, მთანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი