ქოხი და მთვარე


პატარა ჩიტი აფრინდა მაღლა
ცხენმა ფლოქვებით დალეწა ნალი
ეს მაშინ მოხდეს ხის მომცრო სახლთან
როდესაც ცეცხლი შეერწყა მთვარეს

და გადმოვარდა თვალის გუგიდან
მდინარედ ერთი ობოლი ცრემლი
და ამოსძახა სიზმარმა ჭიდან
დრო არის ომის, დრო არის ღელვის

არვინ დაინდოთ, თვალი სველია
უწევს მრავალი ხილვის ატანა
ბაღში მცოცხავი დიდი გველი
და იგი გველი არის სატანა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი