სადაც რაფაელს და ლიონარდოს


ციდან ჩამოდის ზარების რეკვა
თვალს ამბრიალებს მრისხანე ქორი
იქვე პატარა ბავშვი კანკალებს
ასე ინგრევა იერიქონი

და ჩვილთა ღრიალს ისმენს მადონა
სადაც რაფაელს და ლიონარდოს
უცხო ზმანების დიდი სიჩუმე
და სიყმაწვილის სინაზე ათოვთ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი