კეისარი


რომი მღელვარებს, მატულობს სიცხე
მთვარე თავისთ ვერ დგავს ნაბიჯებს
ელის რომ ვინმე ერთხელაც მაინც
წყეულ რუბიკონს გადააბიჯებს

რომი მღელვარებს და იკრებს ძალებს
დევნილი კაცით დაშინდა ყველა
იქვე ყინულიც იმტვრევა თითქოს
რომელსაც უკვე საშინელად ცხელა

მაგრამ გაჩნდება მიწაზე ბზარი
და ყრმას მოაცლის მშობელის ძუძუს
ჩურჩულით იტყვი კვლავ კეისარი
Tu quoque, Brute

და ქარი უტევს
და ქარი უტევს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი