ბაალს
გაწამებული გოდებდი მახსოვს ზმანებებს წყევლით ედავებოდი წყაროსთან დუმდი და ღრიალებდი დიდხანს ტიროდი და არ კვდებოდი არ მიყვებოდი არცერთ ქარავანს ბნედიანივით იწვოდა მთვარე მე ვიძახოდი შენ ხარ არავინ შენ კი კეტავდი სიცილით კარებს და გრძელდებოდა მუდმივი ომი და გრძელდებოდა ჟამის კანკალი შენ იძახოდი არ არის შორი მე კი სამსხვერპლო ვერძი დავკალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი